მედია - რუსეთის ფედერაცია კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას ამზადებს

რუსეთის ფედერაცია კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას ამზადებს.

რუსული ოპოზიციური მედიის („ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი“) ცნობით, კურსკის ოლქში შესაძლო რადიოაქტიური დაბინძურების ზონიდან, რომელიც ადგილობრივ ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, ევაკუაციის მომზადება მიმდინარეობს და ამისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას სატრანსპორტო რეესტრის შექმნა დაევალა.

„საერთო ჯამში, 21-დან 57-მდე ათასი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება, იმის გათვალისწინებით, რომ ოლქის მოსახლეობა 1 მილიონზე მეტ, ხოლო კურსკის - 435 ათას შეადგენს, ანუ ლაპარაკია მოსახლეობის 5%-ზე, რაც სიაში მოხვედრილების განსაკუთრებულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენი აზრით, დაგეგმილი ზომები თვითონ რუსეთის ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ გადაიტანოს მსოფლიოს ყურადღება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური მედია ახლად შექმნილი სატრანსპორტო რეესტრიდან ამონაწერსაც აქვეყნებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო