ოლექსი დანილოვი - ვლადიმერ პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია, რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას რუსეთთან „სამშვიდობო მოლაპარაკებას“ არ აიძულებენ.

იტალიურ გამოცემა la Repubblica-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს და რა სცენარს სთავაზობენ მათ, ოლექსი დანილოვმა უპასუხა, რომ ინფორმაცია პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შესახებ დაუდასტურებელია.

„ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი“, - აღნიშნა დანილოვმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო