Delfi - ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს

ლატვიის რკინიგზა უკვე შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს. ინფორმაციას სააგენტო Delfi ავრცელებს.

როგორც ლატვიის რკინიგზის მმართველობის თავმჯდომარემ, რინალდს პლიავნიექსმა განაცხადა, ადრე ასეთ შესაძლებლობას თავადაც სკეპტიკურად უყურებდა. „მიმაჩნდა, რომ ინდუსტრიულ მასშტაბებში ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი გადაზიდვის დროს ორი გადაცვლა არის საჭირო“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ ბოლო დროს ლოგისტიკისა და გადაცვლის ტექნიკური შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ ეს პროცესი გაცილებით ოპერატიული გახდა.

„ახლა გვაქვს საშუალება უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვისთვის. ჩემი შეფასებით, წელიწადში 500 ათასიდან მილიონამდე ტონის გადაზიდვას შევძლებთ“, - განაცხადა პლიავნიექსმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო