ეროვნული ბანკის ფინტექ საგანმანათლებლო ინიციატივა - Alipay-ს და IFC-ის თან პარტნიორობით გრძელდება

თბილისი. 15 აგვისტო. „ინტერპრესნიუსი - საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს და სტუდენტებს, ასევე პროფესიონალებს საფინანსო სექტორიდან, ფინანსური ტექნოლოგიების საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, Alipay-ს და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საგანმანათლებლო პლატფორმის -10x1000 Tech for Inclusion მხარდაჭერით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ Fintech Foundation Program Flex პროგრამაში, რომლის მიზანი ფინტექ სფეროს განვითარებაა.

„პროექტში ჩართვა შესაძლებლობას აძლევს, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ისე ფინანსური გამოცდილების მქონე პირებს გაეცნონ ტექნოლოგიურ სიახლეებს. პროგრამის მონაწილეები ასევე გაეცნობიან ბიზნესის გაფართოებისთვის პროდუქტიული გადაწყვეტების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და დიჯიტალიზაციის საკითხებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე, რასაც ადასტურებს, ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიზნით გადადგმული არაერთი წარმატებული ნაბიჯი, როგორებიცაა: ღია ბანკინგი, ციფრული ლარი, რეგულირების ლაბორატორია და სხვა.

ამასთან, ფინანსურ ტექნოლოგიებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მუდმივად მართავს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით, სწორედ ამ პროცესის ნაწილია Fintech Foundation Program Flex - ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს საგანმანათლებლო პლატფორმა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო