თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ინსბრუკის  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 2023 წლის 3 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: სარა სილბერგერი და თამარა ფალჩეტო იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში გაიარეს.

„ყოველთვის მინდოდა სხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას გავცნობოდი. თითქმის ყველაფერი მსგავსია, ტექნიკა, რომელსაც ქართველი ექიმები იყენებენ, ავსტრიის სამედიცინო სისტემის თითქმის იდენტურია. საინტერესო ერთი თვე გავატარე მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში. ყურადღებით ვაკვირდებოდი ყველა სამედიცინო მანიპულაციას, რომლებსაც ქართველი ექიმები ატარებდნენ. ნაყოფიერი ერთი თვე იყო, მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის“, - აცხადებს სარა სილბერგერი.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორია, ამიტომ, მარტივი აღმოჩნდა გაცვლით პროგრამაში ჩართვა და საქართველოში ჩამოსვლა. მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში ვიყავი და ეს იყო საუკეთესო გამოცდილება. დღე იწყებოდა დილის თათბირებით, ვეცნობოდით პაციენტების სამედიცინო ისტორიებს და შესაბამისად, ექიმებთან ერთად ვგეგმავდით მათ მკურნალობას. 11 საათზე იწყებოდა ოპერაციები, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ პროცესს“, - აცხადებს თამარა ფალჩეტო.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიელი სტუდენტების საქართველოში სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პლატონ მაჭავარიანი უწევდა კოორდინირებას.

მისი შეფასებით, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამ პერიოდის განმავლობაში გაიუმჯობესეს პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები და მიიღეს კარგი გამოცდილება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ავსტრიელი სტუდენტები თსსუ-სა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო