ანჯეი დუდა - ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების  მომხრე იყო, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, მაშინ მას არ მოუსმინეს, თავს დაესხნენ, დასცინოდნენ - ის მართალი იყო და ისტორიამ ეს დაადასტურა

ლეხ კაჩინსკი ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს მიღების მომხრე იყო, მას დასცინეს, მაგრამ ისტორიამ აჩვენა, რომ მართალი იყო. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პოლონეთის არმიის დღეს მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ზუსტად 3 დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსული აგრესიის დროს თბილისში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული სიტყვიდან, იმ მომენტში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. პოლონეთის რესპუბლიკის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, თბილისის ცენტრიდან თავისუფალ სამყაროს მოუწოდა ერთიანობისკენ და რუსეთი იმპერიული მცდელობებისთვის წინააღმდეგობისკენ...და მან ისინი გააფრთხილა: “დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, და შემდეგ, ალბათ, ჩემი ქვეყნის დროც იქნება, პოლონეთის!” ეს სიტყვები ძალიან კარგად გვახსოვს. პროფესორი ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, რაც ჩვენი მთლიანი რეგიონისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ, მას მაშინ არ მოუსმინეს. მას თავს დაესხნენ, საშინლად დასცინოდნენ, მისი იდეები უარყვეს. მაგრამ ის მართალი იყო. ისტორიამ ეს დაადასტურა”, - განაცხადა დუდამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო