რუსულმა არმიამ დუნაიზე არსებული პორტი დაბომბა, დაზიანებულია მარცვლეულის საცავები

დღეს ღამე ოდესის ოლქზე მიტანილი დრონების შეტევის შედეგად, დუნაიზე არსებული ერთ-ერთი პორტის სასაწყობე სათავსები და მარცვლეულის საცავები დაზიანდა.

ინფორმაციას „ტელეგრამზე” ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

„16 აგვისტოს ოდესის ოლქი ოკუპანტების მიერ ორჯერ დაიბომბა. შეტევები დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდა. შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაცია ოპერატიულად მოხერხდა“, - აცხადებს კიპერი.

მისივე თქმით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო