3x3-ზე კალათბურთში მუნიციპალური პირველობა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში 3x3 ზე კალათბურთში გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები გამოვლინდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„I ადგილი - გუნდი ,,ველთ"

II ადგილი - გუნდი ,,გარეთუბანი"

III ადგილი - გუნდი ,,ბიგ ენდ 1"

გამარჯვებულ გუნდს თასთან ერთად 1500 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოც ერგო. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს 1000 და 500 ლარი გადაეცათ.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

საუკეთესო ვეტერანი კალათბურთელი - ნიკოლოზ გრძელიშვილი

პერსპექტიული კალათბურთელი - ანდრია ჩოჩიშვილი

აქტიური მონაწილე - ქვახვრელი

ბომბარდირი - ზუკა ზუბიაშვილი

საუკეთესო კალათბურთელი - ოთო მაჭარაშვილი

რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის პირველობებზე გამარჯვებული გუნდები, სექტემბერში რეგიონის პირველობისთვის იბრძოლებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკალათბურთო კლუბი ,,ივერიონი", - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო