აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ევროპისა და ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას კიდევ 17 სტუდენტი გააგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამა - „სწავლა საზღვარგარეთ“ კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წლიდან ხორციელდება.

„სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის მიზანია ნიჭიერი კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გამარჯვებული სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ფინეთის, ესპანეთის, ესტონეთის და ჩეხეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა - კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი, გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტი, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი.

უწყების ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აჭარის მთავრობის მეთაურის ინიციატივით შეიქმნება კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

2023 წელს „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა 33 კონკურსანტი, რომელთაგან გამოვლინდა 17 გამარჯვებული. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი და სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო