რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე დასრულდა

რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელი, ახლადრეაბილიტირებული გზა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან და მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.

„რუსთავში დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ლებანიძის ქუჩაზე, სადაც ახალი გზა მოეწყო. ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრალური გზების კეთილმოწყობა, ისე შიდასაუბნო სივრცეების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება. შესაბამისად, შიდა უბნების გზების კეთილმოწყობა, რუსთავის ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

უწყების ცნობითვე, პროექტის ფარგლებში, 3 996 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ბეტონის საფარი, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა და 950 მეტრის სიგრძის დაწნეხილი ბორდიურები მოეწყო. ლებანიძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა. გზა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, აფხაზეთის ქუჩას, VIIა მკ/რ-სა და ლომოურის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. პროექტს ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტის შექმნის გარდა, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს.

„დავასრულეთ ახალი გზის მშენებლობა ლებანიძის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარები, ცოტა ხანში დამონტაჟდება გარე განათების სისტემაც. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის, რადგან ამ გზით ერთმანეთს უკავშირდება აფხაზეთის და ლომოურის სახელობის ქუჩები და მისი კეთილმოწყობა, ცენტრალური ქუჩების განტვირთვასაც ისახავდა მიზნად, რაც ქალაქის შიდასაუბნო განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიაა. პროექტი, რუსთავის ბიუჯეტიდან 370 610 ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, შიდასაუბნო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, რუსთავში მიმდინარე წელსვე მოეწყო დოლიძე-გონაშვილის ქუჩებზეც.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო