ირაკლი ფავლენიშვილი - შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუ ვინმე იყო პასუხისმგებელი, პირველ რიგში, გომელაური - მან უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს, ამისთვის ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუ ვინმე იყო პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ეს იყო გომელაური, რომელიც 11 დღის შემდეგ ჩავიდა ადგილზე, ამიტომ, მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და „ნაციონალური მოძრაობა“ ამისათვის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ზედაპირზე არის ის დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომელშიც ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა ერთად იყო ჩართული.

„ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ზედაპირზე არის ის დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომელშიც ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა ერთად იყო ჩართული. სახელმწიფო სტრუქტურების ის სრული არაეფექტურობა და არაკომპეტენტურობა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე და თუ ვინმე იყო, პირველ რიგში, პასუხისმგებელი პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თერთმეტი დღის მანძილზე არ ჩასულა შემთხვევის ადგილას. ეს არის ნამდვილად გაუგონარი, მათ შორის, არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ მორალურადაც გაუგონარი და გაუმართლებელი საქციელი და მათ შორის, სამართლებრივადაც იმიტომ, რომ კონკრეტულად ეს პირი იყო პასუხისმგებელი. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იზამს, ყველა ინსტრუმენტს და ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ გომელაურის პასუხები მალე იხილოს საზოგადოებამ,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში 33 ადამიანს ეძებდნენ, აქედან 26 გარდაცვლილი იპოვეს, 7 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო