„თიბისის“ მხარდაჭერით, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 გაიმართება

„თიბისის“ მხარდაჭერით, 14-16 სექტემბერს, ბათუმში, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 გაიმართება. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებსა და ვორკშოპებს, გაეცნონ რეკლამის ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიფართოვონ პროფესიული წრე და გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

„თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. „თიბისისთვის“, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეშვიდე წელია იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში უწყობს ხელს. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან. სტუმრების სიაში Mighty Jungle სტრატეგიის საკონსულტაციო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ პოლარდი იქნება.

ფესტივალი ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიით სრულდება, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან. წელს „თიბისი“, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, ფესტივალზე ახალ ნომინაციას წარადგენს და გამარჯვებულ ახალგაზრდას დააჯილდოებს. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო