პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, იესპერ მოლერს უმასპინძლა.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველმყოფი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების დაგეგმვა.

„იესპერ მოლერი მიესალმა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს და გამოხატა UNICEF-ის მზადყოფნა, ჩაერთოს ამ მხრივ სამომავლო ძალისხმევაში.

თავის მხრივ, ნიკო თათულაშვილმა წარმატებები უსურვა იესპერ მოლერს საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლის რანგში საქმიანობაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოში UNICEF-თან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით წარმატებულ თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე, ბავშვთა უფლებების მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტებზე. ამასთანავე, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა ერთობლივი საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო