გიორგი ვაშაძე - კობახიძე დღეს ტკბილი ტონალობით საუბრობდა გადარჩენილ ადამიანებზე, იცით რატომ? - გადარჩენილ ადამიანებზე 2-დღიანი შეტევა არ გაუვიდათ და უკან დაიხიეს - მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ

მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა დავით ჯელაძესთან დაკავშირებით.

ვაშაძის განცხადებით, პასუხს აგებს ყველა, ვისაც შოვის ტრაგედიაში ხელი აქვს გასვრილი.

„დღეს გამოვიდა და ტკბილი ტონალობით საუბრობდა გადარჩენილ ადამიანებზე. იცით რატომ? იმიტომ რომ გადარჩენილ ადამიანებზე 2-დღიანი შეტევა არ გაუვიდათ და დღეს უკან დაიხიეს. მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ. ესენი არიან სინდის გარეცხილები, რომლებსაც იმ ხალხის ტრაგედიაში და მსხვერპლში აქვთ ხელები გასვრილი.

როდესაც ამბობენ: რა მნიშვნელობა ჰქონდა სამაშველო ღონისძიების ცოტა ადრე დაწყებას, მარტივი მაგალითია: გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც თავისი მეუღლე გამოიყვანა და სხვის გადასარჩენად შევიდა, სამწუხაროდ, თვითონაც დაიღუპა. სამაშველო ოპერაციის სწრაფად დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ადამიანი არის გმირი, რომელმაც სხვებისთვის თავი გაწირა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი გმირი, არც პრემიერი, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც სხვა აღმოგვაჩნდა კობახიძის ჩათვლით, ამიტომაც მოხდა ეს ტრაგედია. როდესაც ქვეყანაში კორუფციაა გამეფებული და აღებ-მიცემობა, იქ სამწუხაროდ, ასე ხდება ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო