უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ დეკლარაციას კიდევ ერთი ქვეყანა უერთდება

ბულგარეთმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდეს.

ბულგარეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას და ასევე წვლილი შეაქვს ევროპის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში.

„ამ თანმიმდევრული პოლიტიკის შესაბამისად, ბულგარეთი შეუერთდება "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად", - აცხადებენ ბულგარეთის მთავრობაში.

ვილნიუსში გამართულ ნატო-ს სამიტზე "დიდი შვიდეულის" ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ ჩარჩო დოკუმენტზე. ლიდერები შეთანხმდნენ უსაფრთხოების გარანტიების არა კონკრეტულ პარამეტრებზე, არამედ მათ ჩარჩოებზე და კონკრეტულ ორმხრივ ხელშეკრულებებს მოგვიანებით მოეწერება ხელი. ბულგარეთის გარდა, დეკლარაციას უკვე 15 სახელმწიფო შეუერთდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო