უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 20 სამხედრო შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 20 სამხედრო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 8 სარაკეტო და 82 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 76-ჯერ გახსნეს.

„რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა და განადგურდა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, დნიპროსა და ხერსონის ოლქებში საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის თავშეყრის რაიონებს და საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, უკრაინის დამცველებმა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 8 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს. სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემას დაარტყეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო