ბაზისბანკთან პარტნიორობით სასტუმრო სოლო გრანდი გაიხსნა

ბაზისბანკთან პარტნიორობით, გორის მუნიციპალიტეტში, ქვემო ბოშურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი სოლო გრანდი გაიხსნა.

კომპლექსი 4,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშლილი და მოიცავს სასტუმროს 19 ნომერს, ღია აუზს და რესტორანს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ერწყმის ბუნებას, სადაც მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო მოედანია მოწყობილი, რაც სტუმრებისთვის მშვიდი და სასიამოვნო დასვენების საშუალებას იძლევა.

დამსვენებლებს, ვისთვისაც მოგზაურობისას მნიშვნელოვანია თავგადასავლები და დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა, სასტუმრო სთავაზობს კვადროციკლებით და ცხენებით გასეირნებას, ასევე ტანას ხეობის უნიკალური ადგილების მონახულებას.

„სასტუმროს აშენების იდეა 2022 წელს გაგვიჩნდა, ხოლო ამ იდეის განსახორციელებლად კი საჭირო იყო სანდო ფინანსური პარტნიორი. ბაზისბანკის მხარდაჭერითა და აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ სასტუმროს მშენებლობა, რომელიც დამსვენებელს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდა და სრულად გამოვიყენებდით ამ უნიკალური ადგილმდებარეობის პოტენციალს. შედეგად კი, ივლისის თვიდან სასტუმრო სოლო გრანდი მზად არის სტუმრების მისაღებად.

ბაზისბანკი პირველივე დღიდან ჩვენს გვერდით დგას, ბანკის წარმომადგენლები გულისხმიერად მიუდგნენ იდეას და დაინახეს ბიზნესის განვითარების პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მოსულ სტუმარს მომავალშიც ექნება სოლო გრანდში დაბრუნების სურვილი.“ - ვეფხვია თინიკაშვილი, სოლო გრანდის დამფუძნებელი.

„ბაზისბანკის მიერ აქტიურად ხორციელდება სასტუმრო ინდუსტრიის და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერა და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სასტუმრო სოლო გრანდი. ტანას ხეობაში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს მშენებლობა გამოწვევა იყო როგორც ბანკისთვის, ასევე სასტუმროს მფლობელისთვის, თუმცა დავრწმუნდით, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ბაზისბანკი კიდევ მეტი მსგავსი პროექტის ფინანსური პარტნიორი გახდება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.“ - ბაზისბანკის რეგიონალური მმართველი, გიგა ქოთუაშვილი.

ბაზისბანკის და სოლო გრანდის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება