„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, საინტერესო და ტრადიციული სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს და ბანკის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა და სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე ყოველწლიურად სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი მონაწილეობს.

„მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის, პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება. წელს ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა გაიმართება, მთავარი მხარდამჭერი კი "საქართველოს ბანკია“,- განაცხადა ანა ბერიშვილმა, სს „წყალი მარგებლის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, წელს ღონისძიების საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს, რაც ბახმაროს დოღის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.

„როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, „ბახმაროს თასი 2023“ - ის გამარჯვებულს მთავარ პრიზს „საქართველოს ბანკი“ გადასცემს. დოღში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 18 აგვისტოს, 12 საათზე, ბახმაროში, დოღის სტარტთან გაიმართება. შეჯიბრება 19 აგვისტოს, 13:00 საათზე დაიწყება. სპორტული შეჯიბრის ფარგლებში ოთხი გარბენი შედგება, რომელთა მანძილი 1.200, 1.200, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენს. I გარბენი - „გურიის თასი“, II გარბენი - გმირების თასი“, III გარბენი - „ნაბეღლავის თასი“, IV გარბენი - “ბახმაროს თასი“ მარულა.

ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე - მაღალმთიანი დასახლების სტატუსი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია