ლატვიის პრეზიდენტმა ბელარუსის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ბელარუსის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას ლატვიის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს.

„მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგშია: დასჯის პოლიტიკა ჰიბრიდული ომის პირობებში, ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელარუსის ტერიტორიაზე“, - განაცხადა რინკევიჩსმა.

მისივე თქმით, არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლის პოლიტიკა ძალიან მსუბუქია.

„ვინც, არალეგალურ მიგრაციას ეხმარება და ორგანიზებას უწევს, ის ეხმარება ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს, ეხმარება მტერს. ამისთვის კი დაპატიმრების 30 დღე არის გათვალისწინებული, რის შემდეგაც ეს ხალხი აგრძელებს იგივე საქმიანობას. ეს ძალიან რბილი სასჯელია“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო