დმიტრო კულება - იენს სტოლტენბერგის პოზიცია ზუსტად ისეთია, რაც უკრაინას აქვს: უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო-ს კანცელარიის უფროსის, სტიან იენსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის გარკვეული ტერიტორიების სანაცვლოდ ამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ეხებოდა. როგორც კულებამ განაცხადა, ნატო-ს გენერალური მდივანი და ამ ორგანიზაციის აპარატის უფროსი სხვადასხვა ადამიანები არიან.

„უკრაინის პრეზიდენტი და მე იენს სტოლტენბერგთან მუდმივ კავშირში ვიმყოფებით და გარწმუნებთ, რომ მისი პოზიცია მკაფიოა და ზუსტად ისეთია, რაც უკრაინას აქვს: უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება", - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, ოფიციალური კიევი აგრძელებს მუშაობას ნატოში სწრაფი გაწევრიანების საკითხზე.

„პირდაპირ ვიტყვი, სხვა ქვეყნის მთავრობები უკრაინას ტერიტორიების დათმობისთვის არ მოუწოდებენ. არიან მოსყიდული ექსპერტები, სასარგებლო იდიოტები, ვინც მაგას იძახის, მაგრამ, მკაფიო ტენდენციას ვხედავ, ჩვენ თითოეულ გამარჯვებასთან ერთად დიპლომატიურ არენაზე ან ფრონტზე, ეს ხალხი ჩუმდება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო