ბექა ოდიშარია - ოჯახის ახლობლები თავად აღწერდნენ თუ რა მოხდა შოვში, სტიქიის დროს - ადამიანები პრაქტიკულად ალყაში იყვნენ და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა

ოჯახის ახლობლები თავად აღწერდნენ თუ რა მოხდა შოვში, სტიქიის დროს - ადამიანები პრაქტიკულად ალყაში იყვნენ და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა, - ეს განცხადება პარლამენტში, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

ოდიშარიას აზრით, იმაზე საუბარი, რომ სტიქიის ადგილზე საკმარისი სამაშველო სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა არ არსებობდა, დეზინფორმაციისა და ფეიკ კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.

მისივე შეფასებით, შოვში „ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტი ძალისხმევა იყო გაწეული".

„თითქოს მეზობელი ქვეყნებიდან დახმარების მიღება იყო საჭირო და ჩვენ განზრახ უარი ვთქვით, რაც საჭირო ნამდვილად არ იყო. საზოგადოება ხედავდა, რომ მაშველები ფუტკრებივით მუშაობდნენ და ხეობაში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის მობილიზების გამო, მგონი, ადგილიც აღარ იყო დარჩენილი.

ჩვენ ნამდვილად არ გვეთაკილება, არაერთი მეზობლისთვის ანალოგიური დახმარება გაგვიწევია და საჭირო რომ ყოფილიყო ამ დახმარებას თავისუფალი სინდისით ვთხოვდით", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო