ლევან ხაბეიშვილი - ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც კლავს და თავს ესხმის შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებულებს

ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც კლავს და თავს ესხმის შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებულ ადამიანებს. მთელი აგვისტო დაგეგმილი გვქონდა შეხვედრები, მაგრამ ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე, ცხადია ეს ვერ მოხდებოდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დაზარალებულების მიმართ თავდასხმას არ ერიდება.

„შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ აჩვენა „რუსული ოცნების” უთავმოყვარეობა, უსაქმურობა, კორუმპირებულობა, მათი აგდებული დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ.

შესაბამისად, ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც უბრალოდ კლავს. ცინიზმით განმსჭვალულ განცხადებებს ავრცელებენ, არ ერიდებიან დაზარალებულებზე თავდასხმას.

ჩვენ მთელი აგვისტოს განმავლობაში გვქონდა დაგეგმილი მოსახლეობასთან შეხვედრა, ამ ტრაგედიის დროს და ფონზე, ცხადია, ეს ვერ და არ მოხდებოდა.

უდიდესი გლოვაა ქვეყანაში, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს მხარდამჭერებს, წარმომადგენლებს შევხვდეთ დახურულ რეჟიმში და ვესაუბროთ მკვლელი რეჟიმის ჩამოშორების გზებსა და სტრატეგიაზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო