ანა დოლიძე - ჩვენ გვჭირდება სიმართლე რაჭასთან დაკავშირებით - კობახიძის სინანული, მათი „ნიანგის ცრემლები“ უნდა მივიღოთ როგორც სიგნალი, ძალიან კარგად იციან თუ სად არის სიმართლე

ჩვენ გვჭირდება სიმართლე შოვთან დაკავშირებით - კობახიძის სინანული, ამათი „ნიანგის ცრემლები“ ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც სიგნალი, მათ ძალიან კარგად იციან თუ სად არის სიმართლე, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რაჭაში მომხდარი შემთხვევა სისტემურად უნდა იყოს შესწავლილი, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედია ქვეყანამ თავიდან აიცილოს.

„ჩვენ გვჭირდება სიმართლე რაჭის მოვლენებთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისია, გამოძიება, ამ პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია თუ შემდეგის, ეს ყველაფერი არის საშუალება. შედეგი არის ის, რომ ჩვენ გავიგოთ სიმართლე. მივიღოთ ზომები, რათა შემდეგში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. კობახიძის სინანული, ამათი „ნიანგის ცრემლები“ ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც სიგნალი, მათ ძალიან კარგად იციან თუ სად არის სიმართლე. გული გაუსკდათ, როდესაც დაინახეს ხალხის მრისხანება, ეს არის ჩვენი გამარჯვება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა მოვითხოვთ სიმართლე რაჭაზე.

სიმართლე რაჭასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია გავყოთ ორ ეტაპად. პირველი ეტაპი - რატომ არ დადგა გაფრთხილების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომელსაც არსებული ხელისუფლება ათასჯერ დაჰპირდა ხალხს. ჩვენ სახელმწიფოს ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე აქვს ვალდებულები, კერძოდ, მოახდინოს ზონირება იმ ტერიტორიების, რომელიც არის მეწყერსაშიში და საფრთხის შემცველი. 2020 წელს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა რაჭაში და მან საჯაროდ თქვა, რომ როგორც კი გზა გაიხსნებოდა გეოლოგები ამოვიდოდნენ და არსებულ ტერიტორიას შეისწავლიდნენ. ამასთანავე, ის ადგილობრივ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იქნებოდნენ უსაფრთხოდ. კითხვა არ უნდა დავსვათ?! რა ნაბიჯებს დგამდა ხელისუფლება იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ეს ტრაგედია. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში პირველად დავაყენეთ ჩვენ. თუმცა, ჩვენ ვართ არასაპარლამენტო ოპოზიცია და ამისთვის გვჭირდება საპარლამენტო ოპოზიცია. თუ ვინმე ამ კომისიას არ შექმნის და ხელს შეუშლის, ბუნებრივია კითხვები გაჩნდება მათ მიმართ. მაშინ გამოვიდეს და სხვა ფორმით უპასუხოს კითხვებს. მეორე ეტაპი ეხება ღვარცოფის პერიოდს, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით. ვერტმფრენის საკითხი კვლავ გაურკვეველია, ბოლო-ბოლო გვაქვს თუ არა ვერ გავიგეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ხდება მაშველებთან მიმართებაში, მათ აქვთ ძალიან დაბალი ხელფასები. დავინახეთ რომ შესაბამისი მოწყობილობებიც არ აქვთ. არ არის ეს საკითხი დასასმელი?! ვინ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ოჯახური პრობლემების გამო თურქეთში იმყოფებოდა? თუ ტელეფონით ხელმძღვანელობდა და ეს დასაჯერებელია, მაშინ სასწრაფოდ უნდა გაქუსლონ აქედან. ეს საკითხი უნდა შევისწავლოთ სისტემურად, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. ერთი მინისტრის მოსვლა პარლამენტში არ კმარა, გვჭირდება პროცესი და სიმართლე შოვთან დაკავშირებით”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით