ბექა ოდიშარია - გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის პოლიტიკოსია, არის გულწრფელი ადამიანი - შესაბამისად, მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს

გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის პოლიტიკოსია, არის გულწრფელი ადამიანი - შესაბამისად, მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განუცხადა.

ოდიშარიას თქმით, პირადად ის კობახიძეს ძალიან კარგად იცნობს და მის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება.

მისივე შეფასებით, კობახიძემ საზოგადოებას ძალიან ნათლად აუხსნა მისი განცდა მას შემდეგ, რაც ის დავით ჯელაძეს შეხვდა, გაიცნო და გაესაუბრა.

„რაც შეეხება წინა დღეს მომხდარ ამბავს, ირაკლი კობახიძემ ეს კონტექსტიც ახსნა. იცით, ჩვენ რა გარემოში გვიწევს მუშაობა - ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალებები მტრულად არის განწყობილი, მუდმივად ცდილობენ, მოდიან სტიქიის ადგილზე და გეუბნებიან: ხელისუფლებამ დააკლო ხელი, თქვენი ბრალია, "ქართულმა ოცნებამ" და მისმა მოქმედებამ ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.

როცა ამ ფონზე ხელში რაღაც სურათს გაჩეჩებენ, შესაძლებელია მოხდეს, როცა ადამიანმა შეცდომა დაუშვა, რაზეც კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა.

სიტყვა "სინანული" მაღალი ღირსების აღმნიშვნელია და კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერი ამას მისგან გადაიღებს და იმ ბევრ ცოდვას მოინანიებს, რომელიც ქართველი ერის წინაშე აქვთ.

ადამიანებმა ერთმანეთს გაუგეს და ეს მისკომუნიკაცია იმდენადაც კი ამოიწურა, რომ დავით ჯელაძემ დამატებითი კომენტარების გაკეთება არც კი ისურვა, რადგან ჩათვალა, რომ მისი გმირული საქციელი აღიარებულია არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, მან „სინანული გამოხატა დავით ჯელაძის გულის ტკენის გამო“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო