გიორგი კაპანაძე - კობახიძემ და „რუსულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში

კობახიძემ და „რუსულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში. ამავე დროს, ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი გარდაცვლილთა ოჯახებისათვის, რადგან ტალახში ჩარჩენილი ადამიანები განსაცდელში მიატოვა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ხალხი საათები იბრძოდა გადარჩენისთვის.

„კობახიძემ და “რუსულმა ოცნებამ” არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში. ამავე დროს, ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი გარდაცვლილთა ოჯახებისათვის, რადგან ტალახში ჩარჩენილი ადამიანები განსაცდელში მიატოვა.

ხელისუფლება ამბობს, რომ ვერტმფრენი, შოვში, ერთ საათში ჩავიდოდა თუ სამში, ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან სტიქიიდან 10 წუთში ყველაფერი მორჩა.

სინამდვილეში კი, ხალხი საათები იბრძოდა გადარჩენისთვის. არადა, სახელისუფლებო ვერსიით, სტიქიის ზონაში, ამბის მომტანიც აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი. ტალახის მასიდან ვერავის უნდა გამოეღწია. თუმცა, მაგალითად, დავით ჯელაძის გადარჩენა ამ ვერსიის საწინააღმდეგოა. ამიტომ სცადეს მისი გაშავებაც. გადარჩენილებს, გადარჩენა ვერ აპატიეს. ხოლო, როდესაც ხალხის რეაქცია დაინახეს, დროებით გაჩერდნენ, მაგრამ თუ შესაძლებლობას მივცემთ, ხვალ უარესს გააკეთებენ“,- აღნიშნა კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო