ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) წარმომადგენლობის განცხადებით, ბათუმის კლინიკა „საგიტარიური“ აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

„ამერიკის აკრედიტაციის კომისიის წარმომადგენლობის განცხადებით, კლინიკა „საგიტარიუსმა“ აკრედიტაციის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სექტემბრიდან კლინიკაში წინასწარ აუდიტის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კლინიკების აკრედიტაციის პირველი ეტაპი კლინიკების წინასწარ შეფასებას ითვალისწინებს, რაც კლინიკებს დაეხმარება, აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე შეაფასონ.

„ამ მიზნით, კლინიკის მენეჯმენტს უშუალოდ AACI ის ექსპერტების მიერ სპეციალური ტრეინინგებიც ჩაუტარდება, რათა მათ წარმატებით გაართვან თავი აკრედიტაციის პროცესს.

კლინიკები მიიღებენ AACI სტანდარტებს ქართულ ენაზე. აკრედიტაციის სტანდარტი არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რადგან საქართველოს სახელმწიფო რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება საკმარისია AACI აკრედიტაციის ინფრასტრუქტურული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მთავარია, კლინიკებმა კლინიკური და ზოგადი მენეჯმენტის ნაწილში სტანდარტების მოთხოვნები დააკმაყოფილონ. აკრედიტაცია სამ წლიანია და შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

AACI ის აკრედიტაციის პროგრამის წინასწარი შეფასების კომპონენტი საშუალებას მისცემს კლინიკებს, სრულად გაიაზრონ და დაგეგმონ ძირითადი შეფასების პროცესი, რაც პრაქტიკულად, არ ტოვებს სივრცეს დამატებითი კონსულტაციისთვის. თავად პროცესში ხდება მენეჯმენტის ყველა რგოლთან გასაუბრება და პრაქტიკულ მაგალითებზე მითითება. კლინიკებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების გაფორმების პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან აკრედიტაციის პროცესი საშუალოდ 12-18 თვე გრძელდება და თუ სექტემბერში არ მოხდა აკრედიტაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, კლინიკებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადაში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება