Petra Sea Resort-სა და Accor-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რეზორტის ტერიტორიაზე Pullman-ის ბრენდის კომპლექსის გახსნა იგეგმება

Petra Sea Resort-მა და მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა სასტუმროების ქსელის ოპერატორმა Accor-მა რეზორტში Pullman-ის ბრენდის კომპლექსის გახსნასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

Pullman-ის კომპლექსი, რომელიც რეზორტის ტერიტორიაზე გაიხსნება, ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და ბრენდულ რეზიდენციებს მოიცავს. ამასთან, ის შავი ზღვის სანაპიროზე აღნიშნული ბრენდის პირველი კომპლექსი იქნება.

Pullman-ის სასტუმროსა და რეზიდენციების კომპლექსი უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ის გამორჩეული იქნება არა მხოლოდ უნიკალური მდებარეობით შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში, არამედ ისეთი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურითაც, როგორიცაა: რესტორნები, ბარები, ლაუნჯზონები, სპა და ფიტნეს ცენტრი, დახურული და ღია აუზები, შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცეები და საკუთარი კეთილმოწყობილი სანაპირო.

პრემიუმ კლასის, მრავალფუნქციური, ზღვისპირა კომპლექსი „პეტრა სი რეზორტი“, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. პროექტი, რომელიც 20 ჰექტრის ფართობზე იქნება გაშენებული, საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, რეზიდენციებს, 30-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს, კერძო პლაჟსა და მრავალფეროვან სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

Accor-ი არის მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ოპერატორი, რომელიც 5 400-ზე მეტ სასტუმროს მართავს 110-ზე მეტ ქვეყანაში. ჯგუფის მრავალფეროვანი პორტფელი მოიცავს 40-ზე მეტ სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროს ბრენდს, მათ შორის ისეთ ცნობილ და წარმატებულ ბრენდებს, როგორიცაა: Sofitel, Fairmont, Raffles, Swissôtel, Mövenpick, Novotel, Mercure, ibis და მრავალი სხვა.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო