„თიბისი“ კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA-ზე ახალ ნომინაციას - Young Creative - წარადგენს

„თიბისის“ მხარდაჭერით, 14-16 სექტემბერს, ბათუმში კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 ტარდება. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფესტივალზე „თიბისი“, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე კრეატიულ ახალგაზრდას გამოავლენს.

„გამარჯვებულს, განაცხადების შესაბამისად, სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. „თიბისი“, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, მას შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს და დაესწროს ნებისმიერ ფესტივალს ან საგანმანათლებლო კურსს კრეატივისა და მარკეტინგის სფეროში.

„თიბისი“ და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. „თიბისისთვის“, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეშვიდე წელია იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში უწყობს ხელს. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან.

Young Creative კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25 წლამდე, შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მუშაობენ სააგენტოში, მარკეტინგის სფეროში ან არიან ფრილანსერები. განაცხადის შეტანა 17 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. ნომინაციის შესახებ სხვა დეტალების გასარკვევად ეწვიეთ ბმულს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო