„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ავტოდაზღვევის ზარალის პროპორციულ ანაზღაურებას განმარტავს

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ კორპორაციული გაყიდვების უფროსის ნინო ადეიშვილის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.

ნინო ადეიშვილის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის, რა არის „პროპორცია“, ამიტომ ეს რომ მოულოდნელ სიურპრიზად არ იქცეს, მათი წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს ზარალის პროპორციული ანაზღაურების არსს.

„პროპორციული ანაზღაურება გამოიყენება მაშინ, როდესაც ავტომობილი დაზღვეულია მის საბაზრო ფასზე ნაკლებად.

მაგალითად, თქვენი ავტომობილის ფასი არის 10 000 აშშ დოლარი, მაგრამ თქვენ განაცხადში სადაზღვევო თანხად მიუთითეთ 5000 აშშ დოლარი.

ბუნებრივია, ამ დროს თქვენი სადაზღვევო პრემია(ანუ გადასახდელი) განახევრდება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ასანაზღაურებელი თანხაც იქნება შეფასებული ზიანის 50%.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნორმა კანონმდებლობითაა დადგენილი და ყველა სადაზღვევოში ერთნაირად მოქმედებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement.

ამის შემდგომ ინდივიდუალურ რეჟიმში მომაგრებული მენეჯერი თქვენ განკარგულებაში იქნება”, - ნათქვამია „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო