„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ განმარტავს, რატომ არ უნდა მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანის გადაადგილება

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ კორპორაციული გაყიდვების უფროსის ნინო ადეიშვილის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურ გააცნობს გამონაკლისებს.

ნინო ადეიშვილის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა მიზანს ემსახურება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნა არ მოახდინონ მანქანის გადაადგილება შემთხვევის ადგილიდან.

„იმ მიზეზების გარდა, რაც იოლად გასაგებია და ასეთია საპატრულოს მიერ ბრალეული მხარის დადგენა, მნიშვნელოვანია შემთხვევის დეტალური დასურათება, რათა ექსპერტიზის ჩატარების დროს ექსპერტმა ზუსტად დაადგინოს სადაზღვევო ცდომილების გაცხადებული დეტალების შესაბამისობა რეალურ მდგომარეობასთან.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნორმა კანონმდებლობითაა დადგენილი და ყველა სადაზღვევოში ერთნაირად მოქმედებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებ - გვერდზე და მზად ვართ, მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement.

ამის შემდგომ ინდივიდუალურ რეჟიმში მომაგრებული მენეჯერი თქვენ განკარგულებაში იქნება”, - ნათქვამია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო