Reuters - აშშ-მა F-16-ების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნის ნებართვა გასცა

შეერთებულმა შტატებმა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ ეთანხმება მათ თხოვნას უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით.

„გამოვხატავ შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემასთან და უკრაინელი მფრინავების კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ მომზადებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ბლინკენის წერილში, რომლის შინაარსიც Reuters-თვის გახდა ცნობილი.

11 ქვეყნის კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში დანიაში დაიწყოს. დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს პულსენმა ივლისში განაცხადა, რომ ქვეყანა იმედოვნებს, რომ წვრთნების შედეგებს 2024 წლის დასაწყისში იხილავს. უკრაინა აქტიურად ცდილობს პარტნიორებისგან ამერიკული წარმოების F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას, რათა რუსეთის საჰაერო უპირატესობას დაუპირისპირდეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო