„საქსტატი“ - 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 0.9%-ით ნაკლებია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 20.6 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 13.7 პროცენტი - პანამის, 13.4 პროცენტი - ლიბერიის, 8.5 პროცენტი - მალტის, 6.2 პროცენტი - რუსეთის, 5.2 პროცენტი - ბულგარეთის, ხოლო 32.4 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

მათივე ცნობით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 0.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 52.6 პროცენტს შეადგენს.

„2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 402 გემი, რომელთა 31.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 30.1 პროცენტი - კონტეინერმზიდი, 29.9 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 8.2 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.

2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 61.3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 3.4 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 3.8 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 50.0 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3516.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 48.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 32.0 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 19.4 პროცენტი - ნაყარი ტვირთი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო