ვახტანგ ცინცაძე - მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე - მეორე კვარტლის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6 პროცენტს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონის ფართო ჭრილში და ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მეორე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე. დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება, კერძოდ, მეორე კვარტლის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა დასაქმებულთა რაოდენობა და 1 327.4 შეადგენს, ხოლო წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 57 ათასით არის გაზრდილი“ - განაცხადა ცინცაძემ.

მისი თქმით, ასევე მეორე კვარტლის მიხედვით, მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და ის 16.7 პროცენტს შეადგენს.

„ხაზგასასმელია, რომ უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც ზოგადად, შრომის ბაზარზე მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“, - აღნიშნა ცინცაძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო