კახა ლაბუჩიძე - ისნის რაიონში სამი საბავშვო ბაღი შენდება - თითოეული ახლად გახსნილი ბაღი უნდა იყოს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული და ყველანაირად ადაპტირებული

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი ისნის რაიონში მდებარე ბაღების მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, 2023 წლის ბოლომდე დედაქალაქში დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა 9 ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაგან ორი ისნის რაიონში, ნავთლუღსა და ვაზისუბანში მდებარეობს.

ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 2024 წლის ბოლომდე მესამე საჯარო საბავშვო ბაღის აშენებაა დაგეგმილი, რომელიც 20-ჯგუფიანი იქნება და 700 აღსაზრდელს მოემსახურება.

„N30 საბავშვო ბაღი ნავთლუღში, ლობჟანიძის ქუჩაზე, მდებარეობს და მომავალი წლიდან 350 აღსაზრდელს მიიღებს. ხოლო ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც ის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და 300 აღსაზრდელს მიიღებს.

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, რამდენადაც ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ შენობა-ნაგებობებში კომფორტული გარემო იქნება, ეს კი აუცილებელია როგორც აღსაზრდელებისთვის, ისე ბაღებში მომუშავე პერსონალისთვის. ჩვენი ხედვა ბაღებთან მიმართებით უცვლელია. თითოეული ახლად გახსნილი ბაღი უნდა იყოს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული და ყველანაირად ადაპტირებული“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ახალი ბაღები ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და საგანმანათლებლო დაწესებულების სათანადო ფუნქციონირებისათვის ყველა პირობაა შექმნილი“, - აღნიშნულია საკრებულოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო