ამერიკული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ი აჭარის ტურისტული მიზიდულობის შესახებ მასალას ამზადებს

უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ი აჭარის ტურისტული მიზიდულობის შესახებ მასალას ამზადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ციფრული მედიის სამოგზაურო პლატფორმა Earthpix-ი, 24 მილიონზე მეტი გამომწერით, მსგავსი პლატფორმების ტოპ ხუთეულშია.

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მაიამიში დაფუძნებული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა აჭარას ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში სტუმრობს.

„EARTHPIX აუდიტორიას აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს უზიარებს. "ერსპიქსს" თვეში 400 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრებს, ხოლო

მათი ვიდეოების ნახვების ჯამური რაოდენობა 1 მილიარდზე მეტს შეადგენს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ინტერნეტ პლატფორმის დამფუძნებლებს შეხვდა და აჭარის პოპულარიზაციის შესახებ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის დეტალებს გაეცნო.

EarthPix-ის პლატფორმაზე უკვე განთავსდა ,,ალი და ნინოს“ ვიდეო, რომელმაც მილიონობით გამომწერის ყურადღება მიიპყრო. აჭარაში სტუმრობის ფარგლებში EarthPix-ის წარმომადგენლები შექმნიან და პლატფორმაზე განათავსებენ ფოტო და ვიდეო ქონთენთს ბათუმის, აჭარის ტურისტული ატრაქციების, ზღვის აქტივობების, კულტურული მემკვიდრეობის, გასტრონომიული კულტურის შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო