თინა ბოკუჩავა - შემოღებულ იქნა „სტატუს ნეიტრალური“ დოკუმენტი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ - სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს პოლიტიკაც დაივიწყა

შემოღებულ იქნა ე.წ. “სტატუს ნეიტრალური” დოკუმენტი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პოლიტიკაც დაივიწყა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არაფერი შესთავაზა , - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არ აღიარებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„შემოღებულ იქნა ე.წ. “სტატუს ნეიტრალური” დოკუმენტი, რომელიც შეეძლოთ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გამოეყენებინათ, მათ შორის, საერთაშორისო მიმოსვლისთვის და ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებდა იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, რუსული ოკუპაციის პირობებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო მიმოსვლის შანსი ჰქონოდათ. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პოლიტიკაც დაივიწყა და ამის სანაცვლოდაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არაფერი შესთავაზა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. შესაბამისი განცხადება შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო