გიგა ბოკერია - ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის იზოლირების პარალელურად არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის იზოლირების პარალელურად არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემული პასპორტის მქონე მოქალაქეები შენგენის ვიზით ვეღარ ისარგებლებენ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს ლოგიკური და შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებული გადაწყვეტილებაცაა.

მისი თქმით, შვეიცარია ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის ქვეყნებს შეუერთდა.

„ზოგადად, ეს თავისუფალი სამყაროს დაგვიანებული, თუმცა სწორი რეაქციის ნაწილია ბოროტების იმპერიის, რუსეთის მიმართ. ის უნდა იზოლირდეს მანამ, სანამ ის თავისუფალი სამყაროსთვისა და მისი მეზობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესში არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რათა საქართველო იყოს დაცული, გამთლიანებული, ნატოს წევრი და ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყანა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო