ბექა ოდიშარია - საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელმოცარული პოლიტიკოსების ინტერესებს ემსახურება, რამენაირად ნეგატიური დღის წესრიგი შექმნან და იტივტივონ

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ურეიტინგო ოპოზიციური ძალების რამენაირად პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე არსებობის მიზანს ემსახურება, - ამას ჩვენ არც აწმყოში და არც მომავალში ხელს არ შევუწყობთ! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ შოვის სტიქიის შედეგებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მომხდარს შს სამინისტრო იძიებს და თუ საჭირო გახდება, გამოძიებაში პროკურატურაც ჩაერთვება.

"თუ შედეგი იმდაგვარი დადგება, რომ საზოგადოებისთვის კითხვები დარჩება, შემდეგ შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ვიმსჯელოთ.

როგორ წარმოგიდგენიათ გამოძიების პროცესში მყოფი გამომძიებლებისა და მოწმეების პარლამენტში დაბარება, მათ წინაშე პოლიტიკური კონცერტებისა და კორდებალეტების მოწყობა, როგორც ეს ოპოზიციას ხელეწიფება. ეს არც ჭირისუფლის ინტერესს და არც იმ გულწრფელი ადამიანების ინტერესს არ ემსახურება, ვინც დაღუპულთა ოჯახებს და მთელს საქართველოს თანაუგრძნობენ.

საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელმოცარული პოლიტიკოსების ინტერესებს ემსახურება, რომ რამენაირად ნეგატიური დღის წესრიგი შექმნან და ასეთ დღის წესრიგზე იტივტივონ", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

რაც შეეხება შოვის სტიქიის თემაზე ინტერპელაციის წესით შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარებას, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, შს სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა, რომელიც აპოლიტიკურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და ყოველთვის დროულად და ადეკვატურად მოქმედებს.

მისივე შეფასებით, გომელაური სამინისტროს ყველა ქვედანაყოფს კარგად ხელმძღვანელობს.

"გარდა იმისა, რომ ვახტანგ გომელაური არის ძალიან ადამიანური, არის მაღალპროფესიონალი და საკითხს ყოველთვის დამჯერებლად და აღელვების გარეშე უხსნის საზოგადოებას, პარლამენტს.

თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში სპექტაკლს არ მოაწყობს, ვახტანგ გომელაური არცერთ კითხვას უპასუხოდ არ დატოვებს“ , - აღნიშნა ოდიშარიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო