უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსი პოლკოვნიკი და შს სამინისტროს წარმომადგენლები დაშავდნენ - შენობას დრონი დაეჯახა

ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი და რამდენიმე პირი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო და მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ავრცელებენ.

“18 აგვისტოს დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში საქალაქო “პოლიციის” ხელმძღვანელების თათბირი იყო ჩანიშნული. დაახლოებით 09:23 საათზე პოლიციის უფროსის კაბინეტში ძლიერი აფეთქება გაისმა.

შედეგად მრავალი ჭრილობა მიიღეს: საქალაქო პოლიციის განყოფილების უფროსმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა (ჩუვაშიის რესპუბლიკა), მისმა მოადგილემ ოპერატიულ მუშაობაში, საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა, სამორიგეო სამსახურის უფროსმა და რიგმა განყოფილების უფროსებმა.

აფეთქების შემდეგ ისინი სასწრაფოდ მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში”, - წერია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.

ვიდეოს მიხედვით, რომელიც უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა, შენობას, სადაც რუსები ისხდნენ, დრონი დაეჯახა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო