კანადაში, ტყის ხანძრის გამო, ხელისუფლებამ 15 000-მდე ოჯახის ევაკუაციის განკარგულება გასცა

კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, ხელისუფლებამ დაახლოებით 15 000 ოჯახისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პროვინციაში, სადაც ხანძრის ასობით კერას ებრძვიან, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გარემოსდაცვის მინისტრის, შეინ ტომპსონის განცხადებით, მხოლოდ ქალაქ იელოუნაიფიდან, რომლის მოსახლეობა 20 000 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 19 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

„თუ ჯერ კიდევ იელოუნაიფში ხართ, გთხოვთ, დატოვოთ", - განაცხადა მინისტრმა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ტყის ხანძრის შედეგად, შესაძლოა, საავტომობილო გზები და აეროპორტი დაზიანდეს.

პროვინციის პრემიერის, დევიდ ების განცხადებით, სიტუაცია სწრაფად იცვლება და ხელისუფლება მომდევნო დღეებში მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებისთვის მზადაა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო