საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შოვში ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, სალომე ხეთაგურის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შოვში ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, სალომე ხეთაგურის ოჯახს უსამძიმრებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„შოვში დატრიალებული შემაძრწუნებელი ტრაგედია, განუზომელი ტკივილი, რაც იმ ავადსახსენებელმა დღემ მოგვიტანა, დამთრგუნველი მოლოდინით სასოწარკვეთილი დღეები, ფიქრი დაღუპულ და დაკარგულ ადამიანებზე, ახალგაზრდებზე, მათ ოჯახებზე - მთელი ეს უმძიმესი პერიოდი არასოდეს წარიშლება ჩვენი მეხსიერებიდან.

ახლა, თითქოს ყველა სიტყვა უძლურია, ფუჭია. გვიჭირს სამძიმრით მივმართოთ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ნიჭიერი ბაკალავრის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე, უმშვენიერესი სალომე ხეთაგურის მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს... რომ არა ეს სულისშემძვრელი ბედუკუღმართობა, რომელსაც სალომე ემსხვერპლა, ის აუცილებლად მიაღწევდა მიზანს, თავის სათქმელს იტყოდა...

გამძლეობა და სულის სიმტკიცე სალომეს ოჯახს და ყველა ოჯახს, რომელსაც უბედურება დაატყდა თავს. როგორც მთელ საქართველოს, ჩვენს უნივერსიტეტსაც მოუშუშებელ იარად დარჩება სალომე ხეთაგურისა და ყველა იმ ადამიანის ხსოვნა, რომელიც შოვის სტიქიას ემსხვერპლა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, თანამშრომლები, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - დეკანი, ედიშერ კვესიტაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გულისტკივილით უსამძიმრებენ შოვის ტრაგედიისას დაღუპული სტუდენტის, სალომე ხეთაგურის ოჯახს“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო