მარკ რუტე - F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინას რაც შეიძლება მალე გადაეცემა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე იმედოვნებს, რომ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინას რაც შეიძლება მალე გადაეცემა.

მისი თქმით, ნიდერლანდებმა მაისში განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს F-16-ებზე გაწვრთნიდნენ.

„მაგრამ ყველას ესმის, რომ შეუძლებელია წვრთნების ჩატარება, თუ თვითმფრინავები არ არის. თვითმფრინავებზე წვრთნების ჩატარება მოითხოვს თვითმფრინავების მიწოდებას. დღეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ნიდერლანდები და დანია მზად არიან უკრაინასა და უკრაინის საჰაერო ძალებს F-16 თვითმფრინავები გადასცენ, როდესაც საჭირო პირობები დაკმაყოფილდება", - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

კითხვაზე, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას და რამდენ ხანს გაგრძელდება მფრინავების მომზადება, რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16 ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა, ამ ეტაპზე, დანამდვილებით ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას.

რაც შეეხება წვრთნების ჩატარების ვადებს, რუტემ აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ენასთან დაკავშირებული სწავლება და მომავალში სამხედრო წვრთნა რაც შეიძლება მალე დაიწყება.

„ეს მოხდება ძალიან სწრაფად, რაც შეიძლება მალე, რათა უკრაინას თვითმფრინავები გადაეცეს. გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე შევიდეს ექსპლუატაციაში. ანუ ვიმედოვნებთ, რომ სამხედრო წვრთნა რაც შეიძლება მალე დაიწყება და ამის შემდეგ თვითმფრინავების ოპერირება შესაძლებელი გახდება და ვიმედოვნებთ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება", - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო