თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო სამუშოებს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში და მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე ახორციელებენ

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო სამუშოებს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში და მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.

„თითო ჯგუფი, ოთხკაციანი შემადგენლობით, 3-კილომეტრიან დისტანციაზე მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს ახორციელებს.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი არიან, როგორც დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის, ასევე ეროვნული გვარდიისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო