ახალქალაქის სოფელ კოჩიოს ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადაეცა

20 აგვისტოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ წარმომადგენლები ახალქალაქს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებლის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, მათი მხრიდან ახალქალაქის სოფელ კოჩიოს ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადაეცა.

„საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia - ის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ • Equilibrium - ი გრძელდება. ამჯერად ახალქალაქში, ჩვენი სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ სოფელ კოჩიოს ვესტუმრეთ და სოფლის ბიბლიოთეკა ასი ახალი ქართული წიგნით მოვამარაგეთ.

უღრმესი მადლობა თანამშრომლობისთვის ქართულის ფანტასტიკურ მცოდნე არევიკ ბალასანიანს და მის მეგობრებს.

და ცხადია, ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ მეგობარსა და პარტნიორს, ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ტერეზა ჩივჩვიანს, რომელთან ერთადაც 2020 წელს რეგიონის ყველა სოფლის სკოლაში ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით.

მოძრაობის პარტნიორია Gulf Georgia“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო