მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. თეიმურაზ (თემო) გოცაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1971-1983წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად; 1986-1988წწ. იყო თბილისის "მხატვრის სახლის" დირექტორი; 1988-2005წწ. საქართველოს სამუზეუმო–საგამოფენო გაერთიანების "სურათების ეროვნული გალერეის" გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში;

მისი ძირითადი ნამუშევრებია: "ლურჯა ცხენები"(1965), "დაბადება"(1965), "ეფემერები"(1966), "ჩემი საუკუნე"(1980), "ჩემი თბილისი"(1987), "სულიერი საქართველო"(1991); მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა(1998), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი(1980, თბილისი); პერსონალური გამოფენები: თბილისი(1976), მოსკოვი, ნიუ–იორკი, სან–დიეგო(1989), თბილისი(2003); ფერმწერი, პროფესორი(1996). 1998 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით,1989 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია,1989 წელს მიანიჭეს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო