კალიფორნიას ტროპიკული შტორმი "ჰილარი" დაატყდა თავს

აშშ-ის კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილს ტროპიკული შტორმი "ჰილარი" დაატყდა თავს და ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია.

მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის გამო, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა 11 ოლქში, მათ მათ შორის ლოს-ანჯელესში, სან დიეგოში, ორანჯსა და ვენტურაში, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაიხურა ყველა სახელმწიფო პლაჟი სან-დიეგოსა და ორანჯის ოლქებში, ასევე ჯოშუა ხის ეროვნული პარკი და მოჰავეს ეროვნული ნაკრძალი. მოსალოდნელ წყალდიდობაზე გაფრთხილება მთელ რეგიონში მოქმედებს.

თეთრმა სახლმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA) შტატში პერსონალი და მარაგი განათავსა, აშშ-ის სანაპირო დაცვას კი მზადყოფნაში ჰყავს თვითმფრინავები, რათა საჭიროების შემთხვევაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთონ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო