კიმ ჩენ ინი ფრთოსანი რაკეტების საცდელ გასროლას დაესწრო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების საცდელ გაშვებას დაესწრო, - ინფორმაციას კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA ავრცელებს.

სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში რაკეტის ტექნოლოგიის ტიპი ან საცდელი გაშვების დრო დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ნათქვამია, რომ რაკეტებმა „სწრაფად, შეცდომის გარეშე დაარტყეს სამიზნეებს“.

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების საცდელი გასროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე სამი დღით ადრე აშშ-მა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ პირველი სამმხრივი სამიტი გამართეს, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთად იმუშავებენ ჩრდილოეთ კორეის მზარდი ბირთვული საფრთხის დასაძლევად.

ინფორმაციის გავრცელების დრო ასევე დაემთხვა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყებას, რომელიც დღეს დაიწყო და 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ფხენიანი აღნიშნულ წვრთნებს გმობს და „შეჭრის რეპეტიციად“ აფასებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო