რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში მეორე დრონი გაანადგურეს

რუსმა სამხედროებმა დღეს დილით მოსკოვის ოლქში მეორე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოსკოვის დროით 08:16 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში საფრენი აპარატი დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს“, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დრონი დედაქალაქში შეღწევის მცდელობისას ჩამოაგდეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის ოლქზე „დრონით თავდასხმის მცდელობის“ შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მეორედ გაავრცელა.

ამასთან, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დააწესა. აეროპორტში აცხადებენ, რომ დროებითი შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უსაფრთხოების მიზნით დაწესდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო