ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულთა ძებნა 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს - გაზრდილია პერიმეტრი და სამძებრო სამუშაოები როგორც ონის, ისე ამბროლაურის ტერიტორიაზე ხორციელდება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 5 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება.

„ამ დროისათვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება სამი გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში და ხვალ, 28 აგვისტოს თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკოლოზ ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, გაზრდილია პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნითი სამუშაოები“, - განაცხადა ლევან შერაზადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს