ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მხატვრის - თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო - განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა შემოქმედებამ მას გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული მხატვრობის ისტორიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოხატავს გამოჩენილი მხატვრის - თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო.

მთავრობის მეთაური გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელს საზოგადოებას.

„განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა შემოქმედებამ ბატონ თეიმურაზს გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული მხატვრობის ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარებისა და ხელოვანთა ახალი თაობების აღზრდის საქმეში.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო